1-24 ივლისს კულტურის, სპოტრისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ქართული ტრადიციული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტგენი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „სიონი “და ანსამბლი „ალილო“ იღებდა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი
„ალილო“ ფესტივალზე მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.











