წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

0
258
წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას ქალაქ ბოლნისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე.

წარმოადგენს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისათვის მაღალ ცოკოლზე აგებულ მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას.

ინტერიერი განათებულია კედლებში დატანებული ფართო სარკმლებით. კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით, რომლებზეც გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღები.

როგორც ჩანს, არასწორი პროპორციების გამო მოგვიანებით საჭირო გახდა კედლების ორი წყვილი კონტრფორსით გამაგრება.

ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სამსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს. ეკლესიას მოკლებულია ყოველგვარ გაფორმებასა და მხატვრულობას.

წმ.გიორგის სახელობის ეკლესია ინტერიერი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ