29 ივნისს ქალაქ ბათუმში ახალგაზრდობის ხელოვნებისა და მეგობრობის თეატრალური ფესტივალი „ბათუმი 2023“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი და ბოლნისის მუნიციპალური თეატრი იღებდა, რომელთაც ერთობლივი სპექტაკლი „საქართველო“ წარმოადგინეს.
ფესტივალის ჟიურიმ სპექტაკლი „საქართველო“ საუკეთესოდ აღიარა, ყველა მონაწილეს კი დიპლომები გადაეცა.
სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ნოზაძე გახლავთ.







