ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი“ ხელოვნებისა და მეგობრობის თეატრალური ფესტივალზე „ბათუმი 2023“

0
96
საზღაპრეთი ბათუმი 2023

25-29 ივნისს ბათუმში ახალგაზრდობის ხელოვნებისა და მეგობრობის თეატრალური ფესტივალი „ბათუმი 2023“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი“იღებდა.

ფესტივალის ფარგლებში მოზარდთა თეატრმა, ოთარ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ოცნება და სინამდვილე“ წარმოადგინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით თეატრი „საზღაპრეთი“ გამარჯვებული ოთხ ნომინაციაში გახდა: საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მუსიკა, საუკეთესო რეჟისურა, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლის შესრულებისათვის ანი გრძელიშვილი დაჯილდოვდა. თითოეულ მონაწილეს ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომები გადაეცა.

ფესტივალის სპეციალური დიპლომი ბავშვთა და მოზარდთა თეატრის ხელმძღვანელს იზო ნიავაძეს გადაეცა.

ფესტივალს აფასებდა:
თეატრისა და კინოს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე;
მსახიობი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვახტანგ გიგინეიშვილი;
კომპოზიტორი, მომღერალი და მსახიობი ნუგზარ ერგემლიძე.

ფესტივალის მიზანია საუკეთესო თეატრალური წარმოდგენის გამოვლენა, საშემსრულებლო ხელოვნების დონის ამაღლება, სრულყოფა და პოპულარიზაცია.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ