ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

0
117

⛪ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას სოფელ ტანძიის სამხრეთ დასავლეთ კიდეში (41.449478, 44.364160). იგი 1680 წელს აუგია სომხითის მოურავს, საორბელოს პატრონსა და საბარათიანოს დიდ თავადს, პაპუნა ყაფლანიშვილს (სულხან-საბა ორბელიანის ბიძას), მეუღლესთან ერთად.

ℹ ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. დასავლეთიდან მიშენებული აქვს სამრეკლო. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს, სარკმელი კი, დასავლეთის გარდა, ყველა კედელშია გაჭრილი. აფსიდა ნახევარწრიულია.

⚜ ტაძარს ორი მნიშვნელოვანი წარწერა აქვს, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთ კედელშია ჩადგმული, მეორე კი – დასავლეთი კარის თაღზე.

➡ ეკლესია რესტავრირებულია, 2006 წლიდან კი იგი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ